მოდელმა და კოსმეტიკური ბრენდის, TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელმა თამო ვაშალომიძემ ფართო აუდიტორიის ყურადღება ახლახან, კიდევ ერთხელ მიიპყრო.
თამო ვაშალომიძე სტუმრობდა საფრანგეთის ქალაქ კანს, სადაც კანის კინოფესტივალს მსახიობის სტატუსით დაესწრო და წითელ ხალიჩაზეც ცნობილი მსახიობების გვერდით გამოჩნდა.
ცნობილი ინფლუენსერი საკუთარ გამომწერებს ახალ ვიდეოს ამჯერად ტიკ-ტოკ პლატფორმაზე უზიარებს.
თამო ვაშალომიძე ამჯერადაც ულამაზეს კაბაში გამოწყობილი პოზირებს – მან შავ მაქმანებიან კაბას შავი ფეხსაცმელი და მწვანე კლატჩი შეუხამა.
„ანათებ და ბრწყინავ, ჩვენს საქართველოს რომ აცნობ ყველას და ჩვენს დროშას აფრიალებ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი“, „ვტკბები ამ გოგოს ცქერით“, „ქალი, რომელიც მიზანდასახულია და შეუძლებელი შეძლო“, „განსაკუთრებული და მიზანდასახული, გემოვნებიანი, დახვეწილი და ელეგანტური ხარ“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარების ველში.