LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მხედველობის დაბრუნების შანსები არსებობს, იმედები მცირეა, თუმცა უიმედობა არ არის“ – მარიამ ტატანაშვილი საზოგადოებას მიმართავს

250
მარიამ ტატანაშვილი

მარიამ ტატანაშვილი, რომელმაც ავარიის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო, საზოგადოებას მიმართავს.

მარიამი წერს, რომ თურქმა ექიმმა მას მხედველობის აღდგენის გარკვეული შანსები მისცა.

„თქვენ იცნობთ 23 წლის მარიამს, რომელიც ჩარჩა იმ დროში როცა იყო 18 წლის და იყო 15 იანვრის საღამო, სანამ მოხდებოდა ეს ტრაგიკული შემთხვევა და დაკარგავდა მხედველობას. მე რეანიმაციაში გაღვიძების დღიდან რაც გავიაზრე, რომ დავკარგე მხედველობა იმის მერე დავისახე მიზნად და გახდა ჩემი ოცნება, რომ დამებრუნებინა მხედველობა, თქვენი დახმარებით მომეცა შანსი, რომ წავსულიყავი კონსულტაციაზე თურქ ექიმთან, რომ გამეგო მქონდა თუ არა მხედველობის დაბრუნების შანსი და ეს შანსები არსებობს, შანსები და იმედები მცირეა, თუმცა უიმედობა არ არის, იმედი არსებობს და ამ იმედში თქვენი იმედი მაქვს და მინდა მხარდაჭერა გთხოვოთ და გვერდში დამიდგეთ რომ ოპერაციის თანხა რაც არის ოცდათხუთმეტი ათასი დოლარი გთხოვთ რომ შემაგროვებინოთ და დამეხმაროთ იმ ოცნების ასრულებაში, რომელსაც ხუთი წელია გულით ვატარებ,“ – წერს მარიამ ტატანაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g