ალექსანდრე მიქელაძე, რომელიც 16 იანვარს, ღამის 22:00 საათიდან ბათუმში გაუჩინარდა და უკვე 22 დღეა, სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურები ეძებენ.
მშობლები სოციალური ქსელის საშუალებით ხშირად მიმართავენ ალექსანდრეს და სთხოვენ, რომ დაბრუნდეს.
ვიდეომიმართვას ავრცელებს ალექსანდრეს მამა.
„ალექსანდრე, მამი, სად ხარ, აქამდე ბიჭო. მოდი, მოდი აქამდე. ნურაფრის გეშინია და ნურაფრის გერიდება. ხმის ამომღები არ ვარ, კი იცი. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. მოდი და იხალისე, ისე იყავი, როგორც შენ გაგიხარდება, მოდი, გეხვეწები, გემუდარები. მართლა გვჭირდები ყველას. გვენატრები და მთელი ქვეყანა ლოცულობს შენზე. გამოჩნდი რა. არავინ არაფერს არ გეტყვის და თუ ვინმე გეხმარება, იმის სახელსაც არ ვახსენებ.“, – ამბობს ვიდეომიმართვაში ალექსანდრე მიქელაძის მამა.
ცნობისთვის, მოზარდის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ალექსანდრეს გაუჩინარებიდან მალევე, მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ბათუმის ზღვის სანაპიროზე იპოვეს.