ოჯახური ძალადობა ხშირად უხილავი პრობლემაა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება დუმილის, შიშისა და სირცხვილის ფონზე. „თეონას პოდკასტის“ ახალ ეპიზოდში ფსიქოლოგი რუსუდან ფხაკაძე საუბრობს იმ გზაზე, რომელიც ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლაში გაიარა, სირთულეებსა და იმ მექანიზმებზე, რომლებიც ძალადობას აძლიერებს.
რუსუდან ფხაკაძე:
„მოძალადე არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ორი სხვადასხვა ქცევათა რიგი – სახლში არის დესპოტი, ტირანი, გარეთ – კეთილშობილი, დამხმარე, გაჭირვების ტალკვესი. როცა ვიღაც ამბობს, არ იცით, რა საშინელი ადამიანია და რას აკეთებს დახურული კარის მიღმა… ჩვენ კიდევ არ ვიცით, საკუთარი საზღვრების, პირადი თავისუფლების დაცვა, რომ შენ გაქვს უფლება, სიმბიოზის გარეშე იყო შენს თავთან.
ძალადობის მსხვერპლი არც ერთი ქალი, როცა ჩვენთან ცენტრში მოდიოდა, არ ამბობდა, გამარჯობა, მე ვარ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. არ მინდა, გაბრაზებული ადამიანის სახე მქონდეს, პირიქით, მე ჩემი გავაკეთე… ვთქვი, რაღაც ვიპოვე…“
@teona.br სრული ეპიზოდის ბმული ბიოში 🎧 #ფსიქოლოგია #პოდკასტი ♬ original sound – Basem khaled متخصص بشره
