ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი წიკლაური, სოციალურ ქსელში მისი შვილისა და UFC-ის ზემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის შეხვედრის ამსახველ ემოციურ კადრებს აქვეყნებს.
კადრები გადაღებულია მერაბ დვალიშვილის იმ ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ქართველი ჩემპიონი UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ბრძოლაში პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა და ქამარი დათმო.
ნინი წიკლაური მერაბ დვალიშვილის აღნიშნული ბრძოლისთვის მადლობას უხდის და წერს:
„მოგებულებს ბევრი მეგობრები ჰყავთ, მაგრამ მხოლოდ დამარცხებულებს ჰყავთ ნამდვილი მეგობრები. მერო, ყველაზე ნამდვილი, ძლიერი და სწორი მეგობრები გყავს შენ.
მადლობა გუშინდელი თავგანწირვისთვის, ბოლომდე ბრძოლისთვის და ჩემი ცრემლებისთვის, რომელიც სიამაყისგან მცვიოდა…
მიხარია, რომ ჩვენი მეგობრობა წლებს ითვლის.
ჩემი 5 წლის შვილის სიყვარული გეყოფა მარტო ერთგულებისთვის“, – წერს ნინი წიკლაური სოციალურ ქსელში.
