„მგზავრების“ კონცერტმა, რომელიც ტყიბულში გაიმართა, სრული ანშლაგით ჩაიარა.
„მგზავრებმა“ ყველასათვის საყვარელი ჰიტები შეასრულეს და დამსწრე საზოგადოება აიყოლიეს.
თავად ჯგუფის სოლისტმა, გიგი დედალამაზიშვილმა კი სცენა დატოვა და სიმღერები ხალხთან ერთად შეასრულა.
ცნობისთვის, „მგზავრების“ კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ჩატარდა.