გულიკო თოფჩიშვილი „საქართველოს ხმის“ მორიგი მონაწილეა, რომლის დახვეწილმა შესრულებამაც ჟიური და მაყურებელი ერთნაირად მოხიბლა.
აღსანიშნავია, რომ გოგონამ „ქარი კვლავ არხევს“ ისე შეასრულა, რომ რუსა მორჩილაძის თქმით, სიმღერის არჩევანი ნამდვილად გაამართლა, დათო ფორჩხიძემ კი დასძინა, რომ მან ეს სიმღერა სრულიად ინდივიდუალურად იმღერა და არავის დაემსგავსა.
გოგონამ წელს ჩააბარა და საინტერესო პროფესია აირჩია, აეროკოსმოსური ინჟინერია. ის სასწავლებლად სექტემბრიდან აშშ-ში მიემგზავრება, სადაც ორმა უნივერსიტეტმა მიიღო.