მუსიკოს ელისაბედ ავალიშვილს, რომელიც „ელის ბენდის“ წევრია, მომღერალმა გიორგი დათიაშვილმა რამდენიმე თვის წინ ხელი პირდაპირ სცენაზე სთხოვა.
„ჩემთვის ხელის თხოვნა იყო ძალიან და სრულიად მოულოდნელი, იმიტომ, რომ ჩვენი ბენდის ახალი შემადგენლობის პირველი კონცერტზე მოხდა. ჩვენი მეგობრები და ოჯახის წევრები რომ იყვნენ მოსულები, ვფიქრობდი, ალბათ ბენდის მოსასმენად მოვიდნენ-მეთქი (იღიმის). თურმე, ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი. როცა სიმღერის დაკვრა დავიწყეთ, ყველა ფეხზე წამოდგა და ტელეფონით გვიღებდნენ ვიდეოებს. ვერც მანდ მივხვდი ვერაფერს. როცა გიორგიმ ხელი მთხოვა, გული ამიჩუყდა და ეს ვიდეოშიც ჩანს. ძალიან დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის…“, აღნიშნა ელისაბედმა fortuna.ge-სთან ინტერვიუში.
ახლახან კი გოგონას წინასაქორწინო წვეულება ჰქონდა, რომელიც მეგობრებმა მოუწყვეს და მისი მეორე ნახევარიც აქტიურად იყო ჩართული მზადებაში.