ნუცა მრევლიშვილი „საქართველოს ხმის“ მორიგი კონკუსანტია, რომელიც ჟიურისა და მაყურებლის წინაშე მეუღლესთან ერთად წარდგა. მეორე ნახევარი მას აკომპანირებას გიტარაზე უწევს.
საინტერესოა, რომ წყვილმა ერთმანეთი მაშინ გაიცნო, როდესაც სვეტიცხოველში ერთად გალობდნენ, ნუცა 8 წლის იყო, პირველად რომ ნახა გიორგი. წყვილი დაქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი.
ნუცამ კონკურსზე ინოლა გურგულიას სიმღერა შეასრულა და ჟიურის მოწონება დაიმსახურა.