LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მორიგი „ტესლა“ რომელმაც გადაადგილების დროს სახურავი დაკარგა

45
Tesla-Model-S-roof-flying-off

სააგენტო Reddit–მა გაავრცელა ვიდეო, სადაც მორიგი პრობლემური „ტესლაა“ ასახული. ელექტროქარი Model S მაგისტრალზე გადაადგილდებოდა და უეცრად სახურავი დაკარგა. სავარაუდოდ, ავტომობილის სიჩქარე საკმაოდ მაღალი იყო, რადგან მომძვრალი ელემენტი ჰაერში აფრინდა და მხოლოდ იღბლიანი შემთხვევითობის დამსახურებით არ დაეცა სხვა მანქანას.

„ტესლამ“ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა სრულად მოიხსნა. კომპანიის წარმომადგენელი ავტომობილის მფლობელს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ ცოტა ხნის წინ მან პანორამული სახურავი გაურკვეველ ფირმაში შეცვალა, ასე რომ „ტესლა“ სხვების ნამუშევარზე პასუხისმგებელი ვერ იქნება.

თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც „ტესლას“ ეელქტროქარს ასეთი უცნაურობა ემართება და მსგავსი ინციდენტები საკმაოდ ხშირია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g