მოსკოვში გამართულ ჭადრაკის 9-წლამდელთა ტურნირზე, ჭადრაკის მოთამაშე რობოტმა 7 წლის მეტოქე ბიჭს თითი მოსტეხა.
შემთხვევა 19 ივლისს მოხდა. ფაქტის ამსახველი კადრები რუსულ სოციალურ მედიაში გავრცელდა.
როგორც კადრებიდან ჩანს, ტურნირის მონაწილე ბიჭი საკუთარ ფიგურას იღებს და მორიგი სვლის დროს მას რობოტი თითზე უჭერს.
თვითმხილველებმა ბიჭი რობოტისგან მალევე გამოიხსნეს.
რობოტი Chessrobot’a, შექმნილია ერთდროულად სამ მოწინააღმდეგესთან ჭადრაკის სათამაშოდ.
“რობოტმა ბიჭის ფიგურა აიღო და მის ადგილას საკუთარი ფიგურა დადო, ბიჭი კი უკვე საპასუხო სვლის გაკეთებას ჩქარობდა. რობოტმა ბიჭს საჩვენებელი თითი მოჰკიდა და ძლიერად მოუჭირა. გარშემომყოფები დასახმარებლად მივიდნენ და ახალგაზრდა მოჭადრაკის თითი გამოიხსნეს”, – წერს მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის ოჯახმა გამოძიების თხოვნით პროკურატურა მიმართა.