ფრანგმა ექსტრემალმა ტომ პაჟემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც 135 მეტრის სიმაღლის კლდიდან ექსტრემალურ ნახტომს ასრულებს. იმისათვის, რომ ტრიუკი კიდევ უფრო ეფექტური გამოსულიყო, სპორტსმენმა კლდესთან 7 მეტრის სიმაღლის ტრამპლინი განათავსა. ჰაერში რამდენიმე ეფექტური ნახტომის შესრულების შემდეგ მრბოლელი მიწაზე პარაშუტის დახმარებით დაეშვა, შემდეგ კი მოტოციკლეტით მოძრაობა განაგრძო.
ფრანგული სამთო-სათხილამურო კურორტი სპორტსმენს შემთხვევით არ შეურჩევია. მხოლოდ იქ ნახეს ორგანიზატორებმა საჭირო სიმაღლის კლდე. თუმცაღა ტომ პაჟეს არსებული სიმაღლე არ ეყო და მთაზე დამატებით ტრამპლინიც დაამონტაჟა. 80 კმ/სთ-მდე აჩქარების შემდეგ მრბოლელი ჰაერში აფრინდა, ორმაგი სალტო შეასრულა და მიწაზე წარმატებით დაეშვა.