LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მოტყუებით უთითებდა, რომ იყო ფოტოგრაფი… ინტიმური ფოტოების გავრცელების მუქარით აიძულებდა სქესობრივი კავშირის დამყარებას… ამოღებულია 200-მდე ქალის 5 000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა” – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

168
სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების 11 ფაქტი გამოავლინა – ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გ.ქ. წლების განმავლობაში, ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის, სოციალურ ქსელ „Facebook“-ის სხვადასხვა ჯგუფებში, განცხადებებს ათავსებდა, სადაც მოტყუებით უთითებდა, რომ იყო ფოტოგრაფი და ქალის თეთრეულის რეკლამისთვის ფოტოსესიაზე გოგოებს სპეციალურად შერჩეულ ბინებში იწვევდა.

უწყების ცნობით, ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეო კადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა:

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გ.ქ. წლების განმავლობაში, ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის, სოციალურ ქსელ „Facebook“-ის სხვადასხვა ჯგუფებში, განცხადებებს ათავსებდა, სადაც მოტყუებით უთითებდა, რომ იყო ფოტოგრაფი და ქალის თეთრეულის რეკლამისთვის ფოტოსესიაზე გოგოებს სპეციალურად შერჩეულ ბინებში იწვევდა. გარდა ამისა, იგი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ქალბატონებს ძიძის/მომვლელის და მასაჟისტის ვაკანსიაზეც იბარებდა ბინაში, დაინტერესებულ პირებს ეცნობოდა გამოგონილი ვინაობით, მათ შორის – ნუკრი ჯიოშვილის და ივანე ჯაიანის სახელით, რის შემდეგაც შედიოდა მათთან კომუნიკაციაში და ცდილობდა ნდობის მოპოვებას.

🔷სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების 11 ფაქტი გახსნა

Posted by სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service on სამშაბათი, 04 ივნისი, 2024

ბრალდებული მამაკაცი, ბინაში მოტყუებით მიყვანილ დაზარალებულებთან ე.წ საცდელ ფოტოსესიას აწყობდა, რა გზითაც მოტყუებით მოიპოვებდა დაზარალებულების ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო ფაილს. ფოტოსესიის შემდგომ პერიოდში, ბრალდებული აღნიშნულ ქალბატონებთან ცდილობდა კომუნიკაციის გაგრძელებას და რიგ შემთხვევებში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინტიმური ფოტოების გავრცელების მუქარით, აიძულებდა სქესობრივი კავშირის დამყარებას. ბრალდებული, ასევე, დაზარალებულებს სასმელში გაურკვეველ ნივთიერებას უყრიდა და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მსხვერპლებთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა, რა დროსაც იგი ფარულად, უკანონოდ ახდენდა დაზარალებულებთან სქესობრივი კავშირის ვიდეო გადაღებას და დაარქივებას.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 19 წლის დაზარალებული გოგოს პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის ფაქტზე, 2024 წლის 22 მარტს დააკავა. ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეო კადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.

🔈სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების 11…

Posted by სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service on სამშაბათი, 04 ივნისი, 2024

აღნიშნულ ეტაპზე გამოძიების მიერ შესწავლილ კომპიუტერულ მოწყობილობებში არსებული ელექტრონული ინფორმაციის, მათ შორის, ფოტო/ვიდეო მასალის, ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის არსებული მიმოწერების და ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იდენტიფიცირდა 11 დაზარალებული, რის შედეგადაც მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, მამაკაცს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, ასევე, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების დამატებით 11 ეპიზოდზე წარედგინა.
გ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც ყველა მსხვერპლის შემთხვევა იქნება შესწავლილი და მათი უფლებები დაცული.
სამსახურში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – 199, ასევე განცხადებით მომართვა შესაძლებელია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში – თბილისში (მ. ასათიანის ქ. №9), თელავში (მის: ერეკლე II-ის გამზირი, №16), ქუთაისში (მის: ი. აბაშიძის გამზირი N 22), ზუგდიდსა (მის: კოსტავას ქ. N 58) და ბათუმში (მის: გ. მაზნიაშვილის ქ N 54)“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

შსს: „მიგრაციის დეპარტამენტმა აპრილი-მაისის თვეებში სხვადასხვა ქვეყნის 42 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა – გაძევებულა აზერბაიჯანის რესპუბლიკის 8 არასრულწლოვანი მოქალაქე, რომლებიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში“

პოპულარულები