მსახიობი კახა კინწურაშვილი 18 ოქტომბერს იუბილარია. დაბადების დღეზე კახას ვასო აბაშიძის ახალ თეატრში სპექტაკლი ჰქონდა.
სპექტაკლის „ვკვდები, როგორც ქვეყანა“ დასრულებისთანავე, მსახიობს სიურპრიზი მოუწყვეს. იუბილარს ტორტი ნანკა კალატოზიშვილმა და გიორგი ბახუტაშვილმა სცენაზე მიართვეს.
თეატრის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ასევე გავრცელდა მილოცვის ტექსტი:
„ახალი თეატრი დაბადების დღეს ულოცავს ჩვენს არტისტს, კახა კინწურაშვილს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, უამრავ სიახლეს და წარმატებას ახალ თეატრში“.