LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მოუსმინეთ, თუ როგორი ხმა აქვს 760 ძალის ძრავს

88
gnrlmtrs

ავსტრალიურმა კომპანია Race Cast Engineering-მა ახალი 12-ცილინდრიანი 9,5 ლიტრის ძრავი შექმნა. აგრეგატი ტუნინგ ატელიებისთვის დამზადდა და მისი საწყისი ღირებულება 55 200 დოლარი იქნება

ავსტრალიელმა სპეციალისტებმა საბაზისო ვარიანტად General Motors V8 LS/LT ძრავი აიღეს. V12-ის სამუშაო მოცულობამ 9,5 ლიტრს მიაღწია და მისი სიმძლავრე 760 ცხენის ძალა გახდა. ძრავი წუთში 7100 ბრუნს აკეთებს.

აგრეგატის მშრალი წონა 265 კილოგრამია. სითხის გარეშე კონსტრუქცია მხოლოდ 191 კილოგრამს იწონის. პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ დამკვეთის სურვილის შემთხვევაში მისი სიმძლავრე 1000 ცხენის ძალამდეც კი გაიზრდება. ბუნებრივია, ასეთ დროს ღირებულებაც მოიმატებს და მინიმუმ 60 ათასი დოლარი გახდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g