დაცული ტერიტორიების სააგენტო საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს იმ ცხოველების ვიდეოებს, რომლებსაც პარკში დამონტაჟებული კამერები აფიქსირებენ.
ამჯერად კი, სააგენტო ყაზბეგის ეროვნულ პარკში აღბეჭდილ კადრებს ავრცელებს.
ვიდეოში კარგად ჩანს მელა, რომელიც, როგორც ჩანს, გადამღები მოწყობილობით დაინტერესდა.
„მოუსვენარი მელა ყაზბეგის ეროვნული პარკიდან. იცოდით, რომ მელიას ფუმფულა კუდი არა მხოლოდ ამშვენებს, არამედ სასარგებლო ფუნქციასაც ასრულებს – ზამთარში, ძილის დროს სიცივისგან იცავს“-აღნიშნულია ვიდეოს აღწერაში.