LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მოვა დრო და ეს სიძულვილი სამარცხვინო გახდება, თქვენ თვითონ შეგრცხვებათ“ – გადაცემის „იმედის დღე“ წამყვანები კოლეგების ბულინგზე

919
იმედის დღე

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დღე“ დღევანდელ ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით – „ბულინგი „იმედის“ სახეებზე“. მასში აღნიშნული მედიასაშუალების თანამშრომლები საუბრობენ ბულინგზე, რომელსაც, მათი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან განიცდიან როგორც თვითონ, ასევე მათი ოჯახის წევრები.

აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, „იმედის დღის“ წამყვანები ბულინგს გამოეხმაურნენ და სხვა მედიასაშუალებებში დასაქმებულ კოლეგებს მიმართეს:

ნუცა ქავთარაძე:

„ამ ყველაფერს უემოციოდ ვერ ვუყურებ, ვერ შევეჩვიე ამ ამბების მოსმენას, ვერ შევეჩვიე იმ კომენტარების წაკითხვას, რომლებსაც ყოველდღე, სოციალურ ქსელში ვხვდებით. მინდა მივმართო სხვა არხებზე დასაქმებულ ჩემს კოლეგებს, რომელთა უმრავლესობასაც ჯერ კიდევ პატივს ვცემ და რომელთა იმედიც მაქვს – ასეთ დროს, როდესაც უყურებთ, რას უშვრებიან ქუჩაში ჩვენს კოლეგებს, თქვენს კოლეგებს „იმედის“ ტელეარხიდან, რას აკეთებთ? რომელმა დაგმეთ მოქალაქეების და თქვენივე კოლეგების რომელიმე საქციელი? მართლა მაინტერესებს.

როდესაც არ წყდება ბულინგი არც ერთი მიმართულებით, გვაბულინგებთ ყველაფერზე: დაუწერელ სტატუსზე, დაწერილ სტატუსზე, გამოთქმულ განსხვავებულ აზრზე, თქვენ რას აკეთებთ თქვენი კოლეგების უსაფრთხოების დასაცავად? როგორც ჩვენ მოვუწოდებთ ყველას და ყველაფერს ყოველთვის, რომ თქვენი უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, საქმეები უნდა იყოს გამოძიებული და უსაფრთხო გარემოში უნდა იმუშაოთ, აი ამ დროს, თქვენ რას აკეთებთ?…

მოვა დრო და ეს სიძულვილი სამარცხვინო გახდება, იმედი მაქვს, რომ ეს დრო მალე დადგება“.

მარიკა ბაკურაძე:

„მე, პირადად, მოწმე ვარ იმის, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა სოციალურ ქსელსა და რეალობას შორის. ბოლო 2 წლის და, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში, ადამიანები ჩემთან მოდიან და პირდაპირ მეუბნებიან: „ქალბატონო მარიკა, ყურადღება არ მიაქციოთ, იქ რას გიწერენ“. ამით ძალიან ზუსტად ჩანს სურათი, თუ რა არის რეალურად ხალხი, რადგან ხალხის სახელით სოციალურ ქსელში გარკვეული ჯგუფები საუბრობენ. ხალხი არის ის, ვინც ჩვენი მაყურებელია, ვინც ქუჩაში მხვდება, ხალხი არის ჩვენი რეიტინგი და ხალხი არის მთელი ქვეყანა, რომელიც ამ ყველაფერს პირადად მეუბნება“.

ვასიკო ოდიშვილი:

„ე.წ. ბულინგს დამუნათებას დავარქმევდი. დამუნათება და შეურაცხყოფა ერთმანეთში არ აგერიოთ. მაგრამ როდესაც უკვე გაგინებენ, ეს ბულინგი არ არის, ეს შეურაცხყოფაა, მეტსაც გეტყვით, ეგ ცუდი საქმეა და მაგას პასუხიც შეიძლება მოჰყვეს…

ვინც მართულია, ვინც რაღაცას აყოლილია და ვინც ამას შეგნებულად, ან დავალებით აკეთებს, ის ვერასდროს გაიაზრებს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება, მერე, ვისაც მიხვედრა შეგიძლიათ, მიხვდებით, რა აკეთეთ და დარწმუნებული ვარ, რომ გეწყინებათ და არ მოგეწონებათ საკუთარი საქციელი.

მინდა, მივუტევო ყველას, ვინც ამ საქმეშია ჩართული ნებსით თუ უნებლიედ, სულ ცოტა ხანში ყველაფერს გაარკვევთ და მერწმუნეთ, თქვენ თვითონ შეგრცხვებათ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g