LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მრცხვე­ნია ამას, რომ ვამ­ბობ, მაგ­რამ საჭ­მლის ფული არ მქონ­და…ამ­ჟა­მად ამერიკაში გა­და­ზიდ­ვე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ: კობა სუბელიანი

5697
კობა სუბელიანი

საქართველოს ყოფილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი „ტვ პირველის“ ეთერში მისი ამჟამინდელი ცხოვრების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ამერიკაში გა­და­ზიდ­ვე­ბის კომპანიაში მუშაობს.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ოჯახს ფინანსურად ძალიან გაუჭირდა, არ ჰქონდათ საჭმლის ფული და თავად იდგა არჩევანის წინაშე, რომ ან ბიძინა ივანიშვილის გუნდში უნდა „გადაბარგებულიყო“ ან ის ნაბიჯი გადაედგა, რომელიც გადადგა და ამერიკაში სამუშაოდ წასულიყო.

როგორც საუბრისას სუბელიანი აღნიშნავს, ძალიან ბევრი ადამიანი უკავშირდება და დახმარებას სთხოვს, რათა ამერიკაში სამსახური იშოვონ. ის ასევე აცხადებს, რომ ივანიშვილის დაპირება, რომ ემიგრანტებს საქართველოში დააბრუნებდა, პირიქით მოხდა და ემიგრაცია გასამმაგდა.

წა­ვე­დი იმი­ტომ, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­არ­სე­ბო არ მქონ­და. სამი შვი­ლი მყავს და ოჯახს შე­ნახ­ვა უნ­დო­და. მრცხვე­ნია ამას, რომ ვამ­ბობ, მაგ­რამ საჭ­მლის ფული არ მქონ­და. არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე ვი­ყა­ვი 2012 წელს – ან უნდა გა­დავ­ბარ­გე­ბუ­ლი­ყა­ვი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გუნდში, ან წავ­სუ­ლი­ყა­ვი იმ ნა­ბიჯ­ზე, რა­ზეც წა­ვე­დი. წი­ნას­წარ ვი­ცო­დი რომ ეს ნა­ბი­ჯი სი­ღა­რი­ბით დას­რულ­დე­ბო­და.

აქა­უ­რო­ბა სავ­სეა ქარ­თვე­ლე­ბით. იცით, რა დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან აქ? წლე­ბი ქვე­ყა­ნას რომ ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ, ივა­ნიშ­ვილ­მა ისი­ნი სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან გა­მო­ყა­რა და წა­მო­ვიდ­ნენ ემიგ­რა­ცი­ა­ში.

მეც ასე ვი­ყა­ვი, ან უნდა მე­მა­თხოვ­რა ახ­ლობ­ლე­ბის­თვის, მე­გობ­რე­ბის­თვის თან­ხე­ბი, ან უნდა წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ვერ წარ­მო­იდ­გენ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მი­კავ­შირ­დე­ბა და მთხო­ვენ, რომ ვას­წავ­ლო გზე­ბი, თუ რო­გორ წა­მო­ვიდ­ნენ აქ. ლუკ­მა პური უჭირს ხალ­ხს. გარ­ბი­ან ქვეყ­ნი­დან. ივა­ნიშ­ვი­ლის და­პი­რე­ბა იყო, რომ ემიგ­რან­ტებს და­აბ­რუ­ნებ­და ქვე­ყა­ნა­ში და პი­რი­ქით, გა­სამ­მაგ­და ემიგ­რა­ცია.

ამ­ჟა­მად გა­და­ზიდ­ვე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ. კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტი­დან მო­მაქვს გზავ­ნი­ლი, 5-6 დღი­ა­ნი მარ­შრუ­ტია. ასე ვარ­ჩენ ოჯახს. ასეა ქარ­თვე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ზოგი ტაქსზე ზის, ზოგი მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობს… ემიგ­რა­ცი­ას ახ­ლავს ძა­ლი­ან დიდი სევ­და. ჩვენ ივა­ნიშ­ვილ­მა გა­მოგ­ვაქ­ცია ქვეყ­ნი­დან და და­ცა­ლა სა­ქარ­თვე­ლო ქარ­თვე­ლე­ბის­გან“ – აღ­ნიშ­ნა სუ­ბე­ლი­ან­მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g