მსახიობი სოფო გორელაშვილი კოსმეტოლოგიური პროცედურის, ლაზერული პილინგის შედეგს გვიზიარებს. სოფოს სახეზე შესამჩნევი შეშუპება აქვს და გამომწერებს ეკითხება, თუ ჰქონიათ მსგავსი პროცედურის შემდეგ ასეთივე გამოცდილება.
„ლაზერული პილინგის შედეგი – გთხოვთ, მსგავსი გამოცდილების ხალხმა მოიწერეთ, რომ ეს მდგომარეობა ნორმალურია და არ დავრჩები თვალების გარეშე…“