LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მსახიობების თინი გალდავას და ნიკა ჩხაიძის სიყვარულის ისტორია და ოჯახური ცხოვრება – „დაბადების პირველივე დღეებიდან იღებს მონაწილეობას ნიკა ბავშვის აღზრდაში“

559
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

მსახიობები თინი გალდავა და ნიკა ჩხაიძე პატარა ანინესთან ერთად სტუმრად გადაცემა „ჩვენს ოჯახში“ იმყოფებოდნენ.

თინიმ და ნიკამ საკუთარი სიყვარულის ისტორიის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს, ისინი ჯგუფელები იყვნენ.

როგორც წყვილმა თქვა, თავიდან მეგობრობდნენ, მათი მეგობრობა კი მოგვიანებით სიყვარულში გადაიზარდა.

თინიმ და ნიკამ მშობლობის შესახებაც ისაუბრეს. როგორც მათ აღნიშნეს, ბავშვის გაზრდაში ორივე იღებს მონაწილეობას.

„ჩართული ვარ იმდენად, რომ ვინმემ რომ გამომრთოს, მაგრად მეწყინება (იცინის),“ – აღნიშნა ნიკა ჩხაიძემ.

„დაბადების პირველივე დღეებიდან იღებს მონაწილეობას ნიკა ბავშვის აღზრდაში,“ – აღნიშნა თინი გალდავამ.

როგორც თინიმ თქვა, მას მეუღლის მიმართ სრული ნდობა აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g