LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მშობლების მკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ – მედიაში ნიკ რაინერის დაკავების დრამატული კადრები ვრცელდება

504
page

როგორც ცნობილია, რეჟისორ რობ რეინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რეინერის სასტიკ მკვლელობაში, მათი ვაჟი, 32 წლის ნიკ რაინერია ეჭვმიტანილი.

შვილი მთავარი ეჭვმიტანილი და 4 მილიონი დოლარის საქმე – რეჟისორ, რობ რაინერისა და მისი მეუღლის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება

მედიაში ვიდეო გავრცელდა, დრამატული კადრები ასახავს მომენტს, როდესაც პოლიციამ ნიკი ლოს-ანჯელესის ცენტრში დააკავა. ეს რაინერების მკვლელობიდან რამდენიმე საათში მოხდა.

კამერის ჩანაწერში ჩანს, როგორ მიაბიჯებს ნიკი ნელა გზაზე. როდესაც მას გარშემო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი ალყაში აქცევს, ის ხელებს სწევს და ნებდება.

ოფიციალური პირების განცხადებით, რეინერს უახლოეს დღეებში ოფიციალურად წარედგინება ბრალი. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას პირობითი გათავისუფლების გარეშე, უვადო პატიმრობა ემუქრება.

რეჟისორ რობ რაინერისა და მისი მეუღლის სავარაუდო მკვლელი მათი ვაჟია – მედიაში შოკისმომგვრელი დეტალები ვრცელდება

ცნობილი რეჟისორის, რობ რაინერისა და მისი მეუღლის ცხედრები საკუთარ სახლში იპოვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები