LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მსხვერპლშეწირვა არც ერთ შვილს არ უნდა“ – ირმა სოხაძე

2117
ირმა სოხაძე

„მსხვერპლშეწირვა არც ერთ შვილს არ უნდა,“ – ამბობს მომღერალი ირმა სოხაძე და პოდკასტში Easy Plate ცხოვრებისეულ გამოცდილებას გვიზიარებს.

როგორც ირმა სოხაძე აღნიშნავს, მსგავს შემთხვევაში შვილი თავს დამნაშავედ გრძნობს და ამ ტვირთით ცხოვრება უჭირს.

„მსხვერპლშეწირვა არც ერთ შვილს არ უნდა, ეს მათ ძალიან დიდ ტვირთად აწევთ მთელი ცხოვრება, მით უმეტეს როცა დედა მას ეუბნება, რომ აი მე შენი გულისთვის დავჯექი სახლში, არაფერი არ გავაკეთე, ამ დროს ხედავ, რომ მართლაც ნიჭიერი, ლამაზი და გადასარევი დედა გყავს და ერთი მხრივ გეცოდება, გული გწყდება და მეორე მხრივ, თავს გრძნობ ძალიან დამნაშავედ.

დედებო ძალიან გთხოვთ ასე ნუ მოვექცევით ნურც ჩვენს თავს და ნურც შვილებს. ეს დარიგება არაა, ჩემს თავს ამის უფლებას არ მივცემ, თხოვნაა, ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს და ვიცი, როგორი მძიმეა შვილებისთვის ამ ტვირთით ცხოვრება,“ – აღნიშნა ირმა სოხაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g