მოდელი და TamoSkin-ის დამფუძნებელი, თამო ვაშალომიძე წელს უკვე მეორედ წარდგა ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე.
თამო ვაშალომიძემ სოციალურ ქსელში უამრავი კადრი გაუზიარა გამომწერებს.
ერთ-ერთ სთორიში ის აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნიდან ძალიან კარგი შემოთავაზება მიიღო, თუმცა მეტის გამხელისგან ამჯერად თავი შეიკავა.
თამო ვაშალომიძით იტალიური მედიაც დაინტერესდა. ერთ-ერთმა სააგენტომ ვენეციის კინოფესტივალზე გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც ქართველი მოდელი, თამო ვაშალომიძეც ჩანს.
