„როდესაც სამაგალითო ადამიანებს ზრდი, ეს არის გამარჯვება იმაზე, რაც იყო ჩემს ცხოვრებაში“, – ამის შესახებ ახალ YouTube გადაცემაში, „შენი ამბავი თაიასთან” UFC-ის მსოფლიო ჩემპიონის, ილია თოფურიას დედა, ინგა თოფურია საუბრობს.
„რაც გავიარე, ილიამ რომ პირველი ქამარი აიღო, პირველი რაც გავიფიქრე ჩემთვის ეს იყო, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა…” – UFC-ის მსოფლიო ჩემპიონის, ილია თოფურიას დედა, ინგა თოფურია აფხაზეთზე, ომზე, ემიგრაციასა და შვილებზე
ამის შესახებ ახალ YouTube გადაცემაში, „შენი ამბავი თაიასთან” UFC-ის მსოფლიო ჩემპიონის, ილია თოფურიას დედა, ინგა თოფურია საუბრობს.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, „რა არის თქვენი მთავარი გამარჯვება“, ჩემპიონის დედა პასუხობს:
„ჩემთვის მთავარი გამარჯვება არის ის, რომ ახლა აქ ვზივარ და ვლაპარაკობ იმაზე, რაც გავიარე, რა მოცემულობაშიც ვიმყოფები და მსოფლიოს ვაჩუქე ისეთი ადამიანები ვისიც არ მრცხვენია, ვისაც სარგებელი მოაქვს და მხოლოდ იმიტომ კი არ ვლაპარაკობ როგორც დედა, არამედ ადამიანი, რომელმაც იცის, რომ ალექსანდრეზე, ილიაზე, მათ მაგალითზე შეიძლება ძალიან ბევრი ახალგაზრდა თაობები გაიზარდონ და ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გავუკეთებდი პირადად მე ვერავის ცხოვრებაში, როდესაც სამაგალითო ადამიანებს ზრდი, ეს არის გამარჯვება იმაზე, რაც იყო ჩემს ცხოვრებაში. გავიმარჯვე და სარგებელი მოვუტანე სამყაროს…“, – ამბობს ინგა ბენდელიანი-თოფურია.
ცნობისთვის, „შენი ამბავი თაიასთან” ახალი YouTube გადაცემაა, რომლის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი, თაია გამთენაძეა.
გადაცემა ვრცლად ![]()
