LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მთხოვა, ხმისთვის ამეწია… იმდენად ცუდად იყო, ერთხელაც არ უხსენებია…“ – სალომე კბილაშვილი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

5312
სალომე კბილაშვილი

გარდაცვლილი მომღერლის ლევან კბილაშვილის და, სალომე კბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მამამ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ პირველად გამოხატა სურვილი, შვილის სიმღერა მოესმინა.

აღნიშნულ ფაქტს სალომე კბილაშვილი პოსტს უძღვნის, სადაც აღწერილია ის მომენტი, როდესაც მამამ ტელეფონის ზარზე დაყენებული ლევანის სიმღერის ხმა გაიგონა:

„სულ ცოტა ხნის წინ საავადმყოფოდან გამოგვწერეს… გზაში ტელეფონმა დამირეკა. ზარად ლევანიკოს სიმღერა მაქვს დაყენებული. მამამ გაიგონა, ეგონა, ჩართული მქონდა და მთხოვა, ხმისთვის ამეწია… იმდენად ცუდად იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ უხსენებია ლევანიკო… და ახლა, სწორედ ახლა, მისი სიმღერის მოსმენა მოინდომა უფალო, მიეცი ჯანმრთელობა 🙏 რომ დიდხანს, ყოველ დილით, თავისი ხელით აუნთოს სანთელი ჩვენს მფარველ ანგელოზს.“

სალომე კბილაშვილი: „ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ვერ გაიგო, ხალხს როგორ უყვარდა…“ – ლევან კბილაშვილის სახლში მისი ნახატების მუზეუმი მოაწყვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g