LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მყავდა პაციენტი 12 წლის გოგონა, რომელიც სისტემატურად იყენებდა ბრჭყვიალა ჰაილაითერს, ბლაშს. მიიჩნევენ, რომ ტონალური არა, მაგრამ ბიბი კრემი შეუძლიათ წაისვან… “- რატომ არის საზიანო მოზარდებისთვის კოსმეტიკის გამოყენება

112
page

გვანცა დარასელიას პოდკასტში დერმატოლოგი ნათია თოდუა საუბრობს იმის შესახებ, რატომ არის დაუშვებელი მოზარდებისთვის კოსმეტიკის გამოყენება.

„მყავდა პაციენტი 12 წლის გოგონა, რომელიც სისტემატურად იყენებდა ბრჭყვიალა ჰაილაითერს, ბლაშს. მიიჩნევენ, რომ ტონალური არა, მაგრამ ბიბი კრემი შეუძლიათ წაისვან. არა აქვს მნიშვნელობა, ბავშვისთვის ბიბი კრემიც საზიანოა. მინახავს ისეთი რეაქციები და გამონაყარი, როგორიც არის ჩირქოვანი, ვარდისფერი, ანთება კანის ზედაპირზე, სიწითლე, წვის შეგრძნება, ძლიერი ქავილი, თვალების შეშუპება ტუშისა და ჩრდილების გამოყენებისას… როცა პირველად ჩნდება გამონაყარი ამ ასაკში, აკნეს ტიპის, ძალიან მარტივად ხდება დაბრუნება. მათი ფაფუკი, ნაზი კანი ხელშეუხებლად უნდა შევინარჩუნოთ მშობლებმა, რაც შეიძლება დიდხანს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g