ჩინეთმა ავიაციის სფეროში მიღწეული წარმატებების აღნიშვნა საოცარი საჰაერო შოუთი გადაწყვიტა. ღონისძიების მთავარი ნაწილი დრონები იყვნენ და მათ ცაში არაერთი საოცრება – ვერტმფრენი, თვითმფრინავი თუ ხომალდი გამოსახეს.
ყველაზე განსაკუთრებული მომენტი ეს იყო შოუს დახურვა, როდესაც ცაზე უზარმაზარი „თვითმფინრავის მოჩვენება“ გამოისახა და მის შესაქმნელად არც მეტი არც ნაკლები 800 დრონი გამოიყენეს.
Stunning! 800 drones fly in the shape of a giant airplane in Nanchang, China pic.twitter.com/0gjsFZYw5z
— China Xinhua Sci-Tech (@XHscitech) November 16, 2019
აღსანიშნავია, რომ ჯადოსნურ სანახაობას წინ უძღოდა თვითმფრინავთა გამოფენა, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის მიერ შექმნილი 100-მდე მოდელი იყო წარმოდგენილი.
ღონისძიების მიზანი საავიაციო ინდუსტრიის განვითარება და მეტი ინსვესტიციის მიზიდვა იყო.