LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ Land Rover Defender, რომელსაც 2000 ადამიანის გამოკვება შეუძლია

56
landrover202

ბრიტანელმა კონდიტერმა ლარა მეისონმა უზარმაზარი ტორტის მომზადების ვიდეო გამოაქვეყნა, ტორტი Land Rover Defender –ის ფორმისაა. ყველაზე ტკბილი კროსოვერის შემქმნელი ირწმუნება, რომ მის საკონდიტრო ნაწარმს 2000 ადამიანის დაპურება შეუძლია.

ლარა მეისონი თავისი არაორდინალური ნამუშევრებითაა ცნობილი. ბრიტანელი ექსკლუზიურ მრავალსართულიან ტორტებს ქმნის და ხშირად ცნობილი სახეების ფორმის ტკბილეულსაც ამზადებს. სწორედ ამიტომ Jaguar Land Rover–მა გადაწყვიტა, რომ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ტორტის გამოცხობა სწორედ ლარასთვის მიენდო.

მეისონმა ტკბილი Defender–ის შექმნის ამსახველი კადრები დეტალურად გადაიღო და ქსელში გაავრცელა. შედეგი ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები