თუკი ონლაინ შეხვედრები ხშირად გაქვთ, ეს სიახლე სწორედ თქვენთვისაა. Limitless, ეს არის ახალი AI ინსტრუმენტი, რომელიც იდეალურად მუშაობს.
ახალი მოწყობილობა წყალგამძლეა და აღჭურვილია მაგნიტური სამაგრით. ხელოვნური ინტელექტის ტრანსკრიფციის სხვა სერვისების მსგავსად, ის მიზნად ისახავს მის მიერ ჩაწერილი საუბრების შეჯამების, წაკითხვისა და ჩანაწერების მიწოდებას. აგრეთვე, Limitless იმახსოვრებს ყველაფერს, რასაც მთელი დღის განმავლობაში ამბობთ. ჩანაწერები, ცხადია ანონიმურია და 30 დღის შემდეგ იშლება.
მოწყობილობა დამუხტვიდან 100 საათს ძლებს. მას შეუძლია იმუშაოს ისეთ საკონფერენციო ინსტრუმენტებთან, როგორიცაა Zoom, Slack, Meet და სხვა. თავსებადია ტელეფონებთან, Mac-თან და კომპიუტერთან.
მოწყობილობა რვა ფერშია წარმოდგენილი, ის გაყიდვაში აგვისტოში ჩაეშვება და 99 აშშ დოლარი ეღირება.