LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახე მსოფლიოში ყველაზე ნელი დრეგ-რბოლა

142
car

ბრიტანული საავტომობილო ჟურნალი What Car? თავის აუდიტორიას რბოლებით ნამდვილად არ ანებივრებს, ამიტომ თითოეული ასეთი ღონისძიება ნამდვილი განძია ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ როცა ასეთი დრეგ-რეისინგის მონაწილეები ხდებიან არა ის სპორტქარები, რომელსაც ყველა ავტო ჟურნალისტი ტესტავს, არამედ ის სატრანსპორტო საშუალებები რომლებიც რბოლებისთვის ყველაზე ნაკლებადაა გათვლილი. ელექტრონული აგრეგატით, თუმცა იმდენად დაბალი სიძლიერის, რომ მსგავს შეჯიბრს დამატებით ხიბლს სძენს.

ყველაზე თანამედროვე, თუმცა არა ყველაზე მძლავრი მონაწილე კვადროციკლი Citroen Ami გახდა. 8 ძალის ელექტროძრავით აღჭურვილი ელექტრომობილი ერთი დამუხტვით 75 კილომეტრს გადის და მისი მასა მხოლოდ 485 კილოგრამია.

ფრანგული მოდელის მოწინააღმდეგე იყო ინდური სითი-ქარი Mahindra e20, 2017 წლის გამოშვება. ელექტრომობილის მასა 830 კილოგრამია და სვლის მარაგი 120 კმ-ს შეადგენს. სამეულში ყველაზე მძიმე მონაწილის სიმძლავრე 25 ცხენის ძალაა.

ბრიტანეთის წარდგენა რბოლაში ერთადგილიან Sinclair C5-ს ხვდა წილად. 45 კილოგრამის წონის მოდელს ერთი დამუხტვით 32 კმ-ს გავლა შეუძლია. მისი სიმძლავრე ყველაზე ნაკლები, მხოლოდ – 0,34 ცხენის ძალაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები