LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ, რა შეუძლია Rivian–ის ელექტრონულ პიკაპს

79
2321c9ffa11115b550529641cdcc88de78298ce4

სტარტაპმა Rivian–მა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სისტემა Tank Turn–ია დატესტილი. ელექტრომობილი ადგილზე ისე ტრიალებს როგორც ტანკი, თუმცა ამ მოძრაობისთვის სწორი გზის შერჩევა აუცილებელია.

ადგილზე ტრიალის სისტემა კომპანია ცოტა ხნის წინ დააპატენტა. კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია კი რომელიც ბრენდმა ახალ მოდელებს დაუმატა, არის ერთმანეთის დამუხტვის შესაძლებლობა. ანუ თუკი ელ–ქარი შუა გზაზე დაჯდება, მისთვის ენერგიის გაზიარება სხვა ელ–ქარს შეეძლება.

რაც შეეხება Rivian–ის პიკაპს, მისი დებიუტი 2018 წელს ლოს–ანჯელესის ავტოსალონზე შედგა. მოდელი მოძრაობაში 4 ელექტროძრავს მოყავს და მათი საერთო ძალა 760 ცხენის ძალას შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g