სან-ფრანცისკოში არსებულმა კომპანიამ Whipsaw, ახალი მოწყობილობა შემოგვთავაზა. ეს გახლავთ რობოტი, Aescape რომელიც მასაჟს პროფესიონალურ დონეზე აკეთებს. ამ მოწყობილობით მასაჟის თერაპიაში, ნამდვილად რევოლუცია მოხდება.
Aescape-ს მეტალის კიდურები აქვს, რომელიც ხელის ფუნქციასა და შეგრძნებებს ჰბაძავს ისე, რომ ადამიანის მიერ გაკეთებულ მასაჟს მიემსგავსოს. სავარძელი ვეგანური ტყავითაა გაწყობილი და მომხმარებელზე მორგებული ეკრანიც აქვს ქვემოთ, რათა ინდივიდმა მასაჟის სეანსებით კონკრეტულ საჭიროებებს უპასუხოს.
Aescape მომხმარებლებს 15-დან 120-წუთამდე ხანგრძლივობის მასაჟს სთავაზობს, სესიების დაჯავშნა კი მათ პირდაპირ აპლიკაციიდან შეუძლიათ.