თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ვიდეორგოლოს ავრცელებს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ სუფთავდება ავიახომალდები.
„მგზავრების კომფორტისთვის, ფრენამდე საჰაერო ხომალდში სისუფთავის დაცვას „ტავ ჯორჯიას“ თანამშრომლები უზრუნველყოფენ. თვითმფრინავის დალაგება ფრენებს შორის დროის მოკლე პერიოდში, განსაზღვრული სტანდარტების მიხედვით ხდება“,- აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.
მათივე ცნობით, საჰაერო ხომალდის დასუფთავება მოიცავს: თვითმფრინავიდან ნარჩენების გატანა; ინტერიერის გაწმენდა; ანტიმიკრობული სითხით დამუშავება; ხალიჩის მტვერსასრუტით წმენდა; ტყავის სავარძლების წმენდა; საპირფარეშოების დეზინფექცია.
ფოტო: Tabagari