LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ როგორ დარბის ყველაზე სწრაფი ჰუმანოიდი რობოტი

185
page

Unitree Robotics-მა Unitree H1 წარადგინა. ახალი რობოტი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ჰუმანოიდი რობოტია, ის საათში 12 კილომეტრამდე ავითარებს. ასევე იგი მის მთავარ კონკურენტ, Boston Dynamics-ის Atlas-ზე 3 კმ/სთ-ით უფრო სწრაფია.

H1-ს სიარული, სირბილი, ხტუნვა, ობიექტების გადატანა და ცეკვა შეუძლია. ეს ყველაფერი არ არის, იგი აღქმის უნიკალური შესაძლებლობებითაა აღჭურვილი.

Unitree H1 სენსორითა და 360-გრადუსიანი ხედვის კამერით გარემოსთან შეუფერხებლად ურთიერთობს. 1.79 სანტიმეტრი სიმაღლისაა და 46 კილომდე იწონის, რითაც კონკურენტებზე მსუბუქიცაა.

ახალი მოდელის ღირებულება 90 000-დან 150 000 დოლარამდე მერყეობს.

ტექნოლოგიური სიახლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები