აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა Star Wars-ის მებრძოლი შექმნა, რომელიც უკრაინას დაეხმარება. ინფორმაციას CNN ავრცელებს, რომელიც წერს, რომ Star Wars-ის მებრძოლი X-wing ძალიან მიწიერი ავტოფარეხიდანაა.
იდეა ეკუთვნის აკაკი ლეკიაშვილს, ქართველ ექიმს ატლანტაში, რომელიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ ლეკიაშვილი პროექტზე 6 წელი მუშაობდა და ახლა უკვე მზად არის, თავისი ძალა სიკეთისთვის, “ბოროტების იმპერიასთან საბრძოლველად” გამოიყენოს. მისთვის ეს უკრაინისთვის ფულის შეგროვებას ნიშნავს.
აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა Star Wars-ის მებრძოლი შექმნა, რომელიც უკრაინას დაეხმარება