Galaxy Unpacked-ის ღონისძიებაზე სამსუნგმა სიახლე გააჟღერა. ეს გახლავთ Galaxy Ring, რომელიც ბაზარზე წელს გამოჩნდება. ბეჭედი ძალიან მსუბუქი იქნება და 3 ფერში – ვერცხლისფერში, ოქროსფერსა და შავში გამოვა. მოწყობილობა მოიცავს ქალებისთვის ციკლის მონიტორინგის აპლიკაციებსაც. ასე რომ ბეჭედი კონკურენციას Oura-საც გაუწევს.
ბეჭდის მფლობელებს შეეძლებათ, თავიანთ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უფრო დეტალური, მათთვის საინტერესო ინფორმაციები მიიღონ.