LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ სტარტაპის მიერ შექმნილი ახალი AI სათვალე

152
page

Brillant Labs-ის სტარტაპმა AI სათვალე, Frame შექმნა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს გახლავთ პირველი სათვალე, რომელშიც მულტიმოდალური AI ასისტენტია ინტეგრირებული. 

Frame-ს პატარა 640 x 400p მიკრო-OLED ეკრანიც აქვს, შუაში კი კამერაა ჩაშენებული. მოწყობილობა სულ რაღაც 40 გრამს იწონის.

თუ მხედველობის საკითხი გადარდებთ, იგი ლინზებსაც გთავაზობთ, უბრალოდ ამისთვის დამატებით 99 დოლარის გადახდაა საჭირო. Frame-ის ფასი 349 დოლარია, წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო.

ტექნოლოგიური სიახლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები