LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ ტილდა სუინტონი და ჯულიანა მური პედრო ალმადოვარის პირველ ინგლისურენოვან ფილმში, „ოთახი მეზობლად“

253
page

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, ესპანელი რეჟისორის, პედრო ალმადივარის პირველი ინგლისურენოვანი სრულმეტრაჟიანი ფილმი გამოვა.

ფილმში, სახელწოდებით The Room Next Door – „ოთახი მეზობლად“ მთავარ როლებს ოსკაროსანი მსახიობები, ჯულიანა მური და ტილდა სუინტონი ასრულებენ.

ფილმი ორი მეგობრის, ინგრიდსა და მართას შესახებ გვიამბობს. გარკვეული გარემოებების გამო დაშორებული მეგობრები წლების შემდეგ კვლავ ხვდებიან ერთმანეთს.

ალმოდოვარის უახლესი ნამუშევრის პრემიერა 2 სექტემბერს, „ვენეციის კინოფესტივალზე“ შედგება. აღსანიშნავია, რომ ჯულიანა მური ალმოდოვარის ფილმში პირველად იღებს მონაწილეობას, ტილდა სუინტონისა და ალმადოვარის საერთო ნამუშევარი, „ადამიანის ხმა“ 2020 წელს გამოვიდა.

ჯულიანა მური „პრადას“, ხოლო ნატალი პორტმანი, „სკიაპარელის“ კაბაში – ფილმის პრემიერა ლოს-ანჯელესში

61 წლის ტილდა სუინტონი წითელ ხალიჩაზე აკადემიური ორეულითა და ავანგარდული ვარცხნილობით გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები