LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ „თითი-რობოტი“, რომელსაც პულსის გაზომვა შეუძლია

134
page

ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს „თითი-რობოტი“, რომელსაც პულსის გაზომვა შეუძლია. მას რუტინული სამედიცინო პროცედურების ჩატარების უნარიც აქვს. ახალი ტექნოლოგია ექიმებს დაავადებების დიაგნოსტირებას გაუმარტივებს.

მკვლევართა ჯგუფმა მარტივი მოწყობილობა შეიმუშავა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. თუ ერთი მოხრისა და მოძრაობის საშუალებას აძლევს, მეორე თითის წვერებზე დამონტაჟებული თხევადი მეტალის ბოჭკოებითაა წარმოდგენილი, რომლითაც იგი ობიექტის მახასიათებლების შეგრძნებას თითქმის ისე ახერხებს, როგორც ადამიანი.

„მომავალში ხელის შექმნით, რომელსაც მსგავსი თითები ექნება, შესაძლოა, „რობოექიმი“ მივიღოთ“, – აცხადებს კვლევის ავტორი, ჰონგბო ვანგი.

მეტი ტექნოლოგიური სიახლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები