ავტოსალონ Houston Service–ში კლასიკურ Chevrolet–ს ანახლებდნენ, როდესაც შემთხვევით ავტომობილი აუფეთქდათ. ინციდენტის შედეგად თითქმის ყველა მანქანა დაზიანდა და სერვისის მფლობელმა ზარალი 400 ათას დოლარად შეაფასა.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო რომ ნანგრევების ქვეშ 17 ვინტაჟური „კორვეტი“ მოხვდა და მათი საერთო ღირებულება მილიონ დოლარს აჭარბებს.
სალონის მფლობელის ინფორმაციით, მთელი შენობა დანგრეულია. დაზიანდა ყველა ავტომობილი და მომხდარის მასშტაბურობის შესაფასებლად მათ სერვისში ვიდეოც გადაიღეს.
