კომპანია Tesla-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც თავის ელექტროქარებს ყინვაში ცდის. ავტომწარმოებელი თავის ყველა მოდელს სერიოზულ და კომპლექსურ ცდებს უწყობს და მხოლოდ მათი წარმატებით გავლის შემდეგ იწყებს სერიულ წარმოებას.
Tesla-მ აღნიშნული მოდელები ახლო აღმოსავლეთში მწველი სიცხის პირობებში უკვე დატესტა და ახლა თოვლისა და ყინვის დრო მოვიდა.
ტესტები მინუს 30 გრადუსის ტემპერატურაზე ტარდება და სპეციალისტებს ავტომობილის ყველა კომპონენტის შეფასების საშუალება აქვთ.