LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ,თუ როგორი იქნება ახალი Lamborghini

62
lamborghin-aventador-world-premier

კომპანია Lamborghini-მ ახალი სარბოლო სუპერქარის შესახებ პირველი დეტალები გაამხილა. სიახლე შეზღუდული ტირაჟით გამოვა და თუ როგორი ვიზუალი ექნება მას, ამის ნახვა 30 წამიან ვიდეოშია შესაძლებელი.

როგორც თიზერში ჩანს, სარბოლო Lamborghini „საგზაო“ Aventador-ისგან ძალიან განსხვავებული იქნება. ბოლიდი ორიგინალურ ვიზუალს მიიღებს და მისი აეროდინამიკაც მაქსიმალურად გაუმჯობესდება.

სპორტქარის ძარაზე „63“-ს გამოსახავენ, რაც კომპანიის დაარსების 1963 წლის აღმნიშვნელი იქნება. სიახლეს მაღალი ხარისხის სამუხრუჭე სისტემას Brembo-ს დაუმონტაჟებენ, მისი საბურავებიც სრულიად განახლდება.

ფლაგმანი მოდელის კაპოტის ქვეშ 830 ძალის 6,5 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული V12 განთავსდება. აგრეგატი შვიდ-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.

სარბოლო Aventador-ის პრემიერა 2020 წლისთვის შედგება და როგორც ინსაიდერები იუწყებიან, მოდელის ტირაჟი მხოლოდ 40 ეგზემპლარი იქნება და პირველი კლიენტები თავის ავტომობილს 2021 წლისთვის მიიღებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g