LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნაკლებად რომ დავებლოკე ვიღაცებს და მეტი მემღერა, შეიძლება მეტად გამოვჩენილიყავი“ – ირმა სოხაძე

173
ირმა სოხაძე

მომღერალი ირმა სოხაძე გადაცემას „პირველი სტუდია“ სტუმრობდა, სადაც სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, მისთვის უპირველესი ყოველთვის ოჯახი და მათი კარგად ყოფნა იყო, ამის შემდეგ კი საკუთარი პროფესია აინტერესებდა.

ვიდეო: „გულნატკენი ვარ, ჩემმა ხელისუფლებამ, რომელსაც ვენდობოდი ქვეყანა ააყირავა“ – ირმა სოხაძე

ვიდეო: „მეგობრები დავკარგე…ადამიანი, რომელიც მეუბნება რომ დღეს არაფერი ხდება და ქვეყანას კურსი არ შეუცვლია, ან ვერ აზროვნებს, ან პირიქით ფიქრობს, რომ მომატყუებს“ – ირმა სოხაძე

„ჩემთვის ოჯახი იყო უმთავრესი. რეზო და ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ კარგად. მერე მე მემღერებოდა, გადაცემა მინდოდა წამეყვანა, ტელევიზიაში შეიძლება მონტაჟზე ღამე გამეთენებინა, ოღონდ ოჯახი უნდა ყოფილიყო მოვლილი და კარგად.

უფრო დიდი კარიერა რომ გამეკეთებინა, მე ალბათ არეალი უნდა შემეცვალა. ხანდახან ისიც მიკვირს ხოლმე, რომ დღემდე საქართველოში ყველა მცნობს. საქართველოს მასშტაბით ალბათ გავაკეთე, რაც შემეძლო… ნაკლებად რომ დავებლოკე ვიღაცებს და მეტი მემღერა, შეიძლება მეტად გამოვჩენილიყავი” – აცხადებს ირმა სოხაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g