LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნამდვილი ხელოვანი, ადამიანი და მუსიკოსი“, „განუმეორებელია“ „ზუსტად იცის, რა გვჭირდება“  – Mono Hall-ის ორგანიზებით, Spacehall Kustba-ზე სტეფანეს გრანდიოზული კონცერტი შედგა

361
სტეფანე

Spacehall Kustba-ზე სტეფანეს გრანდიოზული კონცერტი შედგა.

კონცერტი Mono Hall-ის ორგანიზებით გაიმართა.

სტეფანეს კონცერტი მისმა შვილმა, სტეფანია მღებრიშვილმა გახსნა, რასაც მამა-შვილის დუეტი მოჰყვა სიმღერაზე „გაიღიმე“.

სტეფანესთან ერთად სცენაზე ვიხილეთ მაო, თამადა, ჯგუფი “AVARA” და ტატო რუსია.

აღსანიშნავია, რომ Spacehall Kustba მსმენელს ვერ იტევდა.

საყვარელი მუსიკოსის ჰიტებს დამსწრე საზოგადოება სტეფანესთან ერთად სიამოვნებით მღეროდა.

„ყველაზე ნიჭიერი ერი,“ – ასე მიმართავდა სტეფანე ხალხს და მსმენელისთვის სითბოს არ იშურებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები