ნანი ბრეგვაძე დღეს იუბილარია. ლეგენდარული მომღერალი, რომელმაც საკუთარი არაჩვეულებრივი ნიჭითა და განუმეორებელი შემოქმედებით სახალხო სიყვარული და აღიარება მოიპოვა, 88 წლის გახდა.
ნანი ბრეგვაძე უამრავ მილოცვას იღებს სოციალურ ქსელში.
იუბილედან კადრებს სოციალურ ქსელში მსახიობი და ტელეწამყვანი სალომე შარვაძე გვიზიარებს.
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ უერთდება მილოცვებს და ყველასთვის ძვირფას მომღერალს ჯანმრთელობასა და კვლავ მრავალ შემოქმედებით წარმატებას უსურვებს.