საქართველოს მასშტაბით „ღვინის დღეები“ აღინიშნება. ღონისძიებები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და კახეთში.
ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღო ლეგენდარულმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ.
მან სიმღერა, „ის აქ არის“ შეასრულა. ნანი ბრეგვაძეს სიმღერისას სხვა ქართველი მომღერლები შეუერთდნენ. მათმა ნამღერმა მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა.
კონცერტზე ნანი ბრეგვაძის სიმღერის კადრები კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა გაავრცელა.