ჟურნალისტი და სოციალური პროექტის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მსახიობ, ნანუკა გულუასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ ნანუკა ნახევარძმას ეძებს.
„და აი ეს დღეც დადგა! იმდენი გვეძახეთ დები ხართ, დები ხართო, აგერ „დეენემის“ ტესტიც გაიკეთა. ნანუკა ნახევარძმას ეძებს, 1974-76 წლებში დაბადებულს და ხობში გაშვილებულს, ხოდა ვნახოთ, იქნებ დას პოულობს“ – წერს თამუნა მუსერიძე.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იტარებს მსახიობი „დეენემის“ ტესტს.
„გევედრებით, თუ ვინმეს ეჭვი გაქვთ, რომ ხართ არაბიოლოგიურ მშობლებთან და ეძებთ დას და ძმას გთხოვთ გაიკეთეთ ტესტი“ – ამბობს ნანუკა ვიდეოში.
და აი ეს დღეც დადგა !! იმდენი გვეძახეთ დები ხართ, დები ხართო, აგერ დეენემის ტესტიც გაიკეთა ❤️ ნანუკა ნახევარძმას ეძებს, 1974-76 წლებში დაბადებულს და ხობში გაშვილებულს ხოდა ვნახოთ 😀 იქნებ დას პოულობს 😀
Posted by Tamuna Museridze on ხუთშაბათი, 25 ივლისი, 2024