„თიბისი კონცეპტი“ წარმოგვიდგენს ინტერვიუს ნატალია ქუთათელაძესთან, რომელიც მნიშვნელოვან და ემოციურ მომენტებზე საუბრობს, რაც ბებიასთან, ნანი ბრეგვაძესთან აკავშირებს:
„ძალიან ძვირფასი და ძალიან მნიშვნელოვანი ემოციური კავშირი მაქვს ნანისთან. მასთან ერთად ყოველთვის თავს ვგრძნობ ისევ ბავშვად. ვეძახდი დედას რაღაც პერიოდი, გარკვეულ ასაკში მივხვდი, რომ ჩემი საყვარელი ნანი ცნობილი ადამიანია, ბევრს უყვარს. ის ჩემთვის არის ჯერ ჩემი საყვარელი ნანი და მერე ნანი ბრეგვაძე… ნანი არის მთავარი მზე და ჩვენ მის გარშემო ვტრიალებთ. სცენაზე ნანისთან ერთად ყოფნა დაცულობასთან არის ასოცირებული. ვიცი, როგორ ნერვიულობს… ვიცი ისიც, რომ შეიძლება ამას კრიტიკა მოჰყვეს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მენდობა. ხშირად ვკამათობთ, მას რაღაცები არ მოსწონს, მაგრამ ძალიან ვუფრთხილდები ყველა წამს, რაც ასაკში შედის. ყველა შეხვედრა და ყველა წამი მინდა იყოს მნიშვნელოვანი და ასეც არის…“