ბათუმში, „სანრემოში“ გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეების კონცერტი გაიმართა.
ჭოხოებმა ყველასათვის საყვარელი ჰიტები შეასრულეს და დარბაზი ერთხმად აამღერეს.
შვილებთან ერთად სცენაზე წარდგა ნატო გელაშვილიც.
ნატოს და ჭოხოების სიმღერამ განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა.
ჭოხოებთან ერთად იმღერეს ასევე სოფო ხალვაშმა და ზუკა ხუციშვილმა.