სტუმრად შუა ქალაქში უმასპინძლეს დათო ოქიტაშვილს, ნატო გელაშვილს და მის ვაჟებს.
ბოლოსკენ დათო ოქიტაშვილს გადაცემის სახელით მისი სახელობის ვარსკვლავი გადასცეს.
ნატო გელაშვილმა გაიხსენა საინტერესო ამბავი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვერ ცნობენ ქუჩაში:
„დამთავრდა „მიმღერე“ და ვასეირნებ ჩემს ლამაზ ძაღლს, დოდის. ერთი ქალი მიყურებს, მიყურებს და მივხვდი, რომ მიცნო. ბოლოს მოვიდა და მითხრა, უი, ძაღლით გიცანით, თქვენ იმ ბიჭების დედა არ ხართო? ნამდვილად „იმ ბიჭების დედა“ ვარ და მიხარია…“